დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირდება - შალვა მხატვრიშვილი

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირდება - შალვა მხატვრიშვილი

06-06-2023 12:25:16

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატვრიშვილმა Business Insider Georgia-თან საქართველოში ინფლაციის შემცირების მიზეზები განმარტა. 

 

  • საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, სებ-ის სამიზნე მაჩვენებელია 3%-ია. მაისში ინფლაციის დონემ 1,5%-ს მიაღწია. რა ფაქტორებითაა შემცირება გამოწვეული?

 

ინფლაციას შემცირების ტრენდი აქვს და მაისში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდა. საქართველოს ინფლაციის დონე გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ინფლაციის შემცირებას მეტწილად გლობალური ტენდენციები  და ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევა განაპირობებს.

კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცემა. ამას ემატება ლარის გამყარებული გაცვლითი კურსიც, რომლის ფონზეც იმპორტული ინფლაცია მკვეთრადაა შემცირებული. ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკაც უწყობს ხელს.

 

  • თქვენი შეფასებით, რას ჰქონდა მთავარი გავლენა ინფლაციის შემცირებაზე? როცა სურსათის ჯგუფში ინფლაციის წილი ისევ მაღალია, ასევე გაძვირებულია მომსახურების სერვისი და ბინის ქირა.

 

ინფლაციის შემცირების ძირითადი მიზეზი იმპორტირებული წარმოების საქონელზე ფასების შემცირებაა. ​​ იმპორტირებული წარმოების საქონელზე ფასები წლიურად 6.5%-ით არის შემცირებული, რამაც მთლიანი ინფლაცია დაახლოებით 1.6 პპ ით შეამცირა.

 

  • ინფლაციის შემცირების ფონზე, ხომ არ გეგმავს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კიდევ შერბილებას?

 

ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წლის განმავლობაში სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებლზე დაბლა შენარჩუნდება. თუმცა რისკები კვლავ მაღალ დონეზე იქნება. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარი წყაროა. ამ ტენდენციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ ზომიერი ბიჯებით შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლოს მოენტარული პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით 9-10%-მდე შემცირდება.

 

  • სებ-ის შეფასებით, როგორი იქნება ინფლაციის ტენდენცია, ბოლო კვირებში ლარის გაუფასურების ფონზე. ხომ არ გამოიწვევს კურსის ცვლილება იმპორტირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას?

 

მიუხედავად ბოლო კვირებში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებისა, იგი წლიურ დონეზე კვლავ მნიშნველოვნადაა გამყარებული, რაც წლიური ინფლაციის შემცირებას ჯერ კიდევ ეხმარება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები