Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის საერთაშორისო ლიდერი, ახალი სასკოლო სეზონის სამზადისში მესენჯერის სასარგრბლო ფუნქციებს გვახსენებს.
სასწავლო წლის დაწყებამდე, Rakuten Viber საქართველო-ს არხზე თემატური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, აქტიურად იყენებს მესენჯერს სასწავლო პროცესში. გამოკითხულთა 47% აღნიშნავს, რომ ხშირად იყენებს Rakuten Viber-ს საგანმანათლებლო საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო, 21% - პერიოდულად. ამავდროულად, გამოვლინდა მესენჯერში სასკოლო ჩატების მთავარი უპირატესობები. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მომხმარებლები ხაზგასმით აღნიშნავენ შესაძლებლობას მარტივად დაეკონტაქტონ მასწავლებლებს და ნებისმიერ დროს განიხილონ სწავლის პროცესთან დაკავშირებული კითხვები და სწრაფად გადაჭრან კლასისა თუ ჯგუფის საორგანიზაციო საკითხები.
გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი აღნიშნავს, რომ Rakuten Viber-ის ჯგუფური ჩატები, სასწავლო პროცესში ერთ-ერთ ყველაზე დამხმარე ფუნქციაა. ასეთ ჩატებში, ერთდროულად 250-მდე ადამიანის დამატებაც კია შესაძლებელია. ჯგუფური ჩატები დაგეხმარებათ მარტივად გადაჭრათ სხვადასხვა პრობლემები: იქნება მშობელთა ჩატი საკლასო თემების განსახილველად თუ მასწავლებლებთან კომუნიკაცია. ჯგუფურ ჩატებში სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციისთვის კი, მესენჯერის სხვადასხვა ფუნქციები დაგეხმარებათ:
კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ სწავლის პროცესის ორგანიზებაში, ეს არის My Notes ჩატი. ეს პირადი ჩატი შეიძლება გამოიყენოთ თქვენი კვლევების შესახებ შენიშვნების დასამატებლად, შეტყობინებების პირველადი ტექსტის შესაქმნელად, ან სასარგებლო ბმულებისა თუ ფაილების შესანახად, რომლებსაც მოგვიანებით გამოიყენებთ. გარდა ამისა, აქვე შეგიძლიათ დააყენოთ შეხსენებები სკოლის შეხვედრის, ტესტის ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ასევე შექმნათ შესასრულებელი საქმეების სია და მონიშნოთ დასრულებული დავალებები.
იმისათვის, რომ მეტი პოზიტიური განწყობა და ემოცია დაამატოთ სასკოლო კომუნიკაციას, გამოიყენეთ Rakuten Viber-ის დამატებითი ფუნქციები:
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
უახლესი
1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით