11 ნოემბრიდან ვოლტზე გრანდიოზული ფასდაკლებების თვე იწყება. ვოლტის პარტნიორი ობიექტებიდან გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებელი შერჩეულ პროდუქციაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლებებს აღმოაჩენთ ვოლტ მარკეტზე და ვოლტის პარტნიორებთან, მათ შორის McDonald’s, SKA, Madart, Carrefour და სხვა ობიექტებიდან გამოძახებისას.
პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობით ვოლტი მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლებას კიდევ არაერთ კატეგორიაში სთავაზობს.
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სიახლეების დანერგვას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
მუდმივად ფართოვდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ხელმისაწვდომია ვოლტის სერვისით სარგებლობა. ცოტა ხნის წინ ვოლტ მარკეტი გაიხსნა ბათუმში, რომელიც ტრადიციულად, არაერთი სახის პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს ყოველდღიურად ახალი ხილ-ბოსტნეულის ფართო არჩევანს და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს. ვოლტმა ბიზნესისა და მომხმარებლის კომფორტული სერვისით უზრუნველსაყოფად შექმნა არაერთი პროდუქტი, მათ შორისაა Wolt Drive, როცა შესაძლებელია მხოლოდ კურიერის გამოძახება, ან ბიზნესის მხრიდან შეკვეთის მიღება საკუთარ პლატფორმაზე, რომლის მიწოდებასაც ვოლტის პარტნიორი კურიერი ახორციელებს.
მუდმივი სიახლეების შეთავაზება ვოლტის პრიორიტეტია და კომპანია მომხმარებელს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს ჰპირდება. დღეს, ვოლტის აპლიკაციით კერძების, სხვადასხვა პროდუქტის თუ მომსახურების შეკვეთა საქართველოს 9 ქალაქშია შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
უახლესი