მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს. სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 473 387 ერთეული იყო, საიდანაც 3 974 517 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 329 294 VISA-ს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 169 576 ერთეულ ბაზაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მარტში თებერვალთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 1,2%-ითაა გაზრდილი. თებერვლის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 380 023 ერთეულს შეადგენდა.
უახლესი
6 საათის წინ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება10 საათის წინ
TBC უზბეკეთმა 10 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა