დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება

30-12-2024 18:00:00

ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკები მთლიანმა აქტივებმა 93 812,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან 1,4%-იანი ზრდაა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მონაცემებთან 20,8%-იანი ზრდა. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 92 559,0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში 77 668,8 მლნ ლარი.

აქტივების ზრდის პარალელურად გაზრდილია ვალდებულებებიც. 2024 წლის ნოემბრის ბლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანმა ვალდებულებებმა 79 846,7 მლნ ლარი შეადგინა, ოქტომბრის ბოლოსთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 78 863,9 მლნ ლარის დონეზე იყო. შესაბამისად ერთ თვეში ზრდამ 1,2%-ი შეადგინა. თუ კი მიმდინარე მონაცემებს  2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებს შევადარებთ ზრდა 24%-ია. 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები 64 241,5 მლნ ლარი იყო.

2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები და  კაპიტალი 93 812,9 მლნ ლარით განისაზღვრა. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები