დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სვის კაპიტალი" დააჯარიმა

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სვის კაპიტალი" დააჯარიმა

30-12-2024 15:26:00

სებ-მა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი“ დააჯარიმა. როგორც ბანკის ვებგვერდზე ნათავსული ინფორმაციიდან ირკვევა, 1 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხსენებული დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 3,000 ლარის ოდენობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები