დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმოქცევაში ახალი 100 ლარიანი კუპიურა ჩაეშვა

მიმოქცევაში ახალი 100 ლარიანი კუპიურა ჩაეშვა

15-08-2024 14:00:00

დღეიდან, მიმოქცევაში გაეშვა 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. 

ახალი ბანკნოტები, 2020 წლის დიზაინისაა, როგორც მიმოქცევაში არსებული ბანკნოტები.
ბანკის ინფორმაციით, მასზე შეცვლილი იქნება გამოშვების წელი ეროვნული ბანკის ხელმოწერა და ამოღებულია წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი".

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია და სებ-ს ამ დროისთვის პრეზიდენტი არ ჰყავს.

„2024 წლის 14 აგვისტოდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2024 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, 2020 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით – „2024“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებითა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერის – „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი“ მითითების გარეშე.“ - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საბჭოს დადგენილებაში, რომელსაც ხელს ნათია თურნავა აწერს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები