დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს, გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა - დავით წითლიძე

მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს, გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა - დავით წითლიძე

19-10-2023 15:41:10

მიმდინარეობს სოფლის განვითარების სააგენტოს, გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნა, რაც თავისთავად უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ დღეს პარლამენტში, აგრარულ კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევროპის ერთიანი აგრარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ყველა ევროპულ სახელმწიფოში არის გადამხდელი სააგენტო, რომელიც ახორციელებს პირდაპირ გადახდებს და სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირებას. 

„ჩვენი ევროინტეგრაციის შემდეგ, ასეთად მოაზრებულია სოფლის განვითარების სააგენტო. ევროკავშირის მხარდაჭერითა და UNDP-ის დახმარებით, 2020 წელს შეიქმნა სამუშაო უწყებრივი ჯგუფი. რომელიც ახორციელებს კოორდინაციას და ეს პროცესი დაწყებულია. აქ რამდენიმე კომპონენტია - ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა და სხვა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით შესრულებულია. გვაქვს გამოწვევები, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს და ამას ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა დავით წითლიძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები