დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია მალე იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი - Montea 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია მალე იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი - Montea 

18-03-2025 15:00:00

მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ Montea • ჩაისმთა-ს პროდუქცია სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში წელს. ირკვევა, რომ Montea-მ იაპონიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობს. 

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენი ორგანული ჩაის ბრენდი Montea წარმოდგენილია Foodex Tokyo 2025-ზე, რომელიც აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საკვები პროდუქტების გამოფენაა.

ჩვენი პრემიუმ ხარისხის მწვანე ჩაი Foodex Tokyo-ზე დიდი მოწონებით სარგებლობს.

ამ ეტაპზე აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ Montea-ს პროდუქცია სულ მალე ხელმისაწვდომი იქნება იაპონიის უმსხვილეს ბაზარზე.

ვაფასებთ თითოეული მომხმარებლისა და პარტნიორის მხარდაჭერას და ვაგრძელებთ ორგანული ჩაის კულტურის განვითარებას, როგორც ქართულ, ასევე გლობალურ დონეზე“, - აცხადებენ კომპანიაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „Foodex Japan 2025"  ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და  „ჯეოფლაუერსის“  სტენდები.

გამოფენის ვიზიტორებს საშუალება  ჰქონდათ, გასცნობოდნენ  ქართული კომპანიების  წარმოებულ  პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს. 

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების  ინტერესი დაიმსახურეს.  როგორც კომპანიების წარმომადგენლები  აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ. 

 „Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას 70,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,900 კომპანიამ 70  ქვეყნიდან.  „Foodex Japan 2025” 11-14 მარტს გაიმართა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები