სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე, მიმდინარე წელს საკმაოდ დიდი დატვირთვა გაქვს MICE ტურიზმის მიმართულებით, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე. მისივე განმარტებით, გაზრდილია დაინტერესება , როგორც ადგილობრივი კომპანიების მხრიდან, ასევე უცხოეთიდან.
„უმეტესწილად დიდი კომპანიები, თავისი განთავსებით და თანმდევი სერვისებით გვყავს თურქეთიდან, მოლდოვიდან და გალფის ქვეყნებიდან.
საკმაოდ გაზრდილია დაინტერესება ტურისტული კუთხითაც, აქტიურად შემოდის ჯგუფური ჯავშნები. ჯგუფურ ჯავშნებში კი ლიდერობენ გალფის ქვეყნები, ჩინეთი და კორეა.
პირველი 6 თვის მონაცემებით სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის შემოსავლების გადანაწილება შემდეგნაირია: 42% ინდივიდუალური ჯავშნები, 30% ტურისტული სეგმენტი, 28% ბიზნეს ჯგუფები და კორპორატიული სეგმენტი.
სექტემბერში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობაზე და ჯავშნების შემოსვლა უკვე დაიწყო ახალი წლის პერიოდზეც“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.
2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით).
უახლესი
10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა10 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო