ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. მე წავიკითხე თქვენი კონსტიტუცია, გავეცანი და თქვენი კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ყველა მთავრობამ უნდა იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა“, - აღნიშნა ორბანმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
უახლესი