დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Milk Laboratory რძის საცალო გაყიდვებს იწყებს

Milk Laboratory რძის საცალო გაყიდვებს იწყებს

15-10-2024 10:00:00

რძის ლაბორატორია - Milk Laboratory რძის საცალო გაყიდვებს იწყებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია რძის ლაბორატორიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მარიამ ჭუბაბრიამ განაცხადა. მისი თქმით, საცალო გაყიდვებისთვის რძე 1 და 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოისხმება.

„ბოთლის დიზაინი, რომელზეც არჩევანი შევაჩერეთ ძალიან პოპულარულია ბრიტანეთის ბაზარზე. რძის ცხიმიანობა იქნება 4%-მდე. არ ვაპირებთ, რომ რძეს ნაღები მოვხადოთ, ან  ჰომოგენიზაცია გავუკეთოთ. ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტი, რასაკვირველია ბოთლის რძეც იქნება სრულიად ნატურალური და კონსერვანტების გარეშე.
ასევე ნაღების კუთხით ვაპირებთ, რომ უფრო მეტი პროდუქტი ვაწარმოოთ, როგორიცაა, მაგალითად, კრემყველი, კარაქი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მარიამ ჭუბაბრიამ.

ასორტიმენტის გამრავალფეროვნების პარალელურად, მიმდინარე წელს რძის ლაბორატორიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. 

„მიმდინარე წელს გაყიდვებში 20 %-მდე ზრდა გვაქვს. პროდუქცია იმდენად მოთხოვნადია, რომ საწარმოს ვაფართოებთ.

რძის ლაბორატორიის პროდუქტებიდან ყველაზე გაყიდვადი იმერული ყველი, სულგუნი და ერბოა. რძის ლაბორატორიის ერბო ის პროდუქტია, რომელიც სხვა პროდუქტებთან ერთად ნატურალურობის
მხრივ უკონკურენტოა და ამის გარდა არის სრულად ჯანსაღი ცხიმი, რომელსაც ძალიან ცოტა კომპანია აწარმოებს საქართველოში“, - განმარტავს კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

როგორც ცნობილია მიმდინარე წელს გაყიდვების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის რძის ლაბორატორიამ საკუთარ საიტზე www.milklab.ge ონლაინ გაყიდვები დაამატა. რძის ლაბორატორიის პროდუქტების შეძენა შესაძლებელია ასევე ვოლტზე. 

„ონლაინ გაყიდვებით საკმაოდ კმაყოფილები ვართ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პარტნიორ კომპანიებსაც აქვთ ჩვენი პროდუქცია განთავსებული მათ გვერდებზე და მათგანაც ყიდულობს მომხმარებელი, პირადად ჩვენგანაც დიდი მოთხოვნაა ონლაინ გაყიდვებზე“, - აცხადებს მარიამ ჭუბაბრია.

მისივე თქმით, რძის ლაბორატორიის ძლიერი მხარე არის ის, რომ კომპანია მუდმივად ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს, რაც მომხმარებლის მუდმივ ზრდას განაპირობებს.
რძის ლაბორატორიის ასორტიმენტი შედგება 27 სახეობის რძის პროდუქტისგან, რომელიც იყიდება კარფურის დიდ სუპერმარკეტებში, ბლაუნშტაენში და წისქვილის ბაზარში. თუმცა ამ მხრივ სიახლეა და იმ სუპერმარკეტების ქსელს სადაც რძის ლაბორატორიის პროდუქცია იყიდება უკვე გუდვილიც დაემატა. დღეისათვის რძის ლაბორატორია თავისი ტექნოლოგიებით და ჯანსაღი ნედლეულის მოხმარებითა და შემდგომ ასევე ჯანსაღი პროდუქციის გამოშვებით ბაზარზე მართლაც, რომ უკონკურენტოა. 

„ცოტა ხნის წინ გუდვილის ქსელში შევედით. სხვა კომპანიებიდანაც არის შემოთავაზებები და ნელ-ნელა კიდე უფრო გაფართოვდება ჩვენი პარტნიორი ობიექტების სია“, - ამბობს რძის ლაბორატორიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

სამომავლოდ რძის ლაბორატორია საკუთარი მაღაზიის გახსნასაც განიხილავს. 

„მაღაზიას ვაპირებთ, რომელიც ინოვაციური იქნება და არა კლასიკური სტილის რძის პროდუქტების მაღაზია, თუმცა ამაზე მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალებს“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს მარიამ ჭუბაბრიამ. 

რძის ლაბორატორია არის ყვარლის ბაგას პარტნიორი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყვარლის ბაგა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფერმაა, 2000-ზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხით და დაკომპლექტებულია საუკეთესო აღჭურვილობით.

რძის ლაბორატორიის პროდუქცია მზადდება მხოლოდ ყვარლის ბაგას უმაღლესი ხარისხის ნამდვილი რძისგან, ყოველგვარი ფხვნილის, დანამატის თუ კონსერვანტის გარეშე. კომპანიას გააჩნია ISO სერტიფიკატი და HACCP -ის ევროპული სტანდარტები.
რძის ლაბორატორია საცალო გაყიდვების გარდა, თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Samzeo Hotels, სკა, სმარტი, პარაგრაფი აშ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები