დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წმინდა მოგება 217%-ითაა გაზრდილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წმინდა მოგება 217%-ითაა გაზრდილი

27-05-2024 13:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წმინდა მოგება 217%-ითაა გაზრდილი.  როგორც „კრისტალის“ ვებგვერდზე განთავსებული 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიშიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-მარტში „კრისტალის“ წმინდა მოგება 4,988,312 ლარი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,575,291 ლარი. 

2024 წლის სამ თვეში „კრისტალმა“ მთლიანი საპროცენტო შემოსავლების სახით 29,277,263 ლარი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24,388,697 ლარი. ზრდა 20%-ია.
2024 წლის პირველ კვარტალში „კრისტალის“ მთლიანმა საპროცენტო ხარჯებმა 10,683,347 ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 18,593,916 ლარი.

იმავდროულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წმინდა მოგება დარეზერვებამდე 8,999,296 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2,763,906 ლარი.

რაც შეეხება „კრისტალის“ სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • მოგება გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე - 6,235,390 ლარი
  • მოგება გადასახადის გადახდის შემდეგ -4,988,312 ლარი.

კრისტალის საიტზე განტავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანზაციას დდღეისათვის 54 ფილიალი აქვს. 

„ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს. 

კრისტალი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პლატფორმას, რომელიც ინდივიდუალური სერვისებითა და საჭირო გამოცდილების გაზიარებით, ფერმერების, მიკრო და მცირე მეწარმეების საქმიანობების ზრდას უწყობს ხელს, ეხმარება მათ ბიზნესპოტენციალის გაცნობიერებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. 

კრისტალი ისწრაფვის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვისკენ, რაც ინტეგრირებულია მის კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება“, - აღნიშნულია კრისტალის საიტზე განტავსებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები