მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებ-ში პირველი განაცხადი შევიდა. კერძოდ, ლიცენზიის მისაღევად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-იმ მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს MBC-ის რისკების დირექტორმა ნინო დევდარიანმა დაუდასტურა.
მანამდე Business Insider Georgia-ს "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა იური ლებანიძემ განუცხადა, მიკრო ბანკად ჩამოყალიბების სურვილი „კრისტალს“, „ემბისის“ და „ლაზიკა კაპიტალს“ აქვთ.
როგორც ცნობილია, 2022 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც 2023 წლიდან ბაზარზე შემოდის ახალი, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი - მიკრო ბანკი.
მიკრო ბანკის სახით შეიქმნება ისეთი სახის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისა და რეალური ეკონომიკის დარგების დაკრედიტებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია.
2024 წლის 1-ელ იანვრამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას, მიკრო ბანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ ორმოცდაათი პროცენტი უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხებისგან ან/და სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო მიკრო ბანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის შემდეგ, მიკრო ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა