დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა

03-02-2025 16:28:00

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. 

„შემდეგი საკითხი გახლავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი პირები, რომლებიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. როგორც იცით, არის ოთხი ვაკანსია და პრეზიდენტმა წარმოადგინა ვაკანსიაზე კანდიდატები, კერძოდ: ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე, ლევან ძნელაძე. საკითხი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები