2023 წელს ფაქტობრივად გაგრძელდა ის ტრენდი, რაც 2022 წელს იყო. კერძოდ, პანდემიის დასასრულის შემდეგ მიგრანტების დიდი ნაკადი და აქტივობა, რაც 2023 წელს ქვეყანაში იყო დადებითად აისახა საცალო გაყიდვებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.
„სავაჭრო ცენტრების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მონაცემების კუთხით 2023 წელი ზრდას აჩვენებს წინა წელთან შედარებით და იმ ობიექტებს, რომლებიც თბილისი ცენტრალში არიან განთავსებულები, აბსოლუტურად ყველას აქვს პოზიტიური მოლოდინი და დადებითი ტრენდი.
ამასთან, ლარის მეტ-ნაკლები სტაბილურობა და გაზრდილი ფულადი ნაკადები აისახა იმაზე, რომ მოსახლეობა უფრო მეტ თანხას ხარჯავს და ახლა, როცა აქტიური პერიოდია 2023 წლის ბოლოა და „შავი პარასკევიდან“ დაწყებული წლის ბოლომდე ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, თბილისი ცენტრალში განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. 2013 წელს დაფიქსირდა 10-15%-ია ზრდა შემოსავლების კუთხით და თვითონ სავაჭრო ცენტრებშიც იჯარის ფასებიც გაიზარდა. თბილისი ცენტრალი დღეს 100% არის დატვირთული და იჯარის ფასიც დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
თბილისი ცენტრალის დირექტორის ინფორმაციით, დეკემბერი, შავი პარასკევიდან მთელი თვე ცენტრალში გაგრძელდება ფასდაკლებები.
„განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასები 30-40%-ით შემცირდება. უფრო მეტ აქციას ველოდებით 20 დეკემბრის შემდეგ საახალწლო პერიოდში. ბოლო დეკადა იქნება განსაკუთრებით აქტიური. შესაბამისად მომხმარებელს საშუალება ექნება რომ ჩვენთან კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით შეიძინოს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ტექნიკა თუ საქონელი“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, როგორც „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ამბობს, მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტების განახლება და კონკრეტული ობიექტები ახალი ფორმატებით იქნება წარმოდგენილი. „იმედს ვიტოვებთ, რომ შემოსავლების ზრდის პროცესი გაგრძელდება და საბოლოო ჯამში კიდევ უფრო კარგი წელი გვექნება“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.
უახლესი
49 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა