ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ.
როგორც ალექსანდრე სარიშვილი აღნიშნავს, მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა და რეგიონში მძიმე ვითარებაა.
„მძიმე ვითარებაა, მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში. რამდენიმე მეწყრისგან სახლი სერიოზულად დაზიანდა. ჩოჩხათის სოფელ ჯიხანჯირში მეწყერმა ერთი სახლი ჩაიტანა მიწაში და ბავშვს ვეძებთ ამ ოჯახიდან. ტექნიკამ, რომელიც ადგილზე იყო მისული ვერ იმუშავა და ახლა უფრო მძიმე ტექნიკა მიდის ადგილზე სამუშაოდ. მდინარე სუფსა არ მიიღო ზღვამ და ცუდი მდგომარეობაა“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა