აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ვერ უპასუხა კითხვას, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, კითხვაზე - მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი საქართველოში არჩევნებში ჩაერია? - მეთიუ მილერმა უპასუხა:
ამ ეტაპზე შეფასება არ მაქვს. ჩვენ ვნახეთ, თუნდაც რუსეთის ჩარევის პრეტენზიების მიღმა, რომ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ხმების მოსყიდვა, ჩვენ ვნახეთ დარბევები, ახლა კი, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩარევა ეს ცალკე საკითხია. მე ვიტყვი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი ერეოდა მეზობლების არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ერეოდნენ ისინი ჩვენს არჩევნებში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ რეჟიმში დაკვირვებას, მაგრამ მე არ მაქვს მყისიერი შეფასება ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები