ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სებ-ის საბჭოს წევრებს მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან.
„ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რომ ჰქონოდათ მათ ბანკის მოქმედ ხელმძღვანელთანს, შესაძლოა, ბევრი საკითხი ბევრად უფრო გარკვეულიყო. ქალბატონმა ნათიამ საზოგადოებასთან გააკეთა ძალიან მკაფიო განმარტებები. ასე, რომ გადაწყვეტილებამდე ალბათ უპრიანი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სებ-ის საბჭო დატოვეს არჩილ მესტვირიშვილმა, ნიკოლოზ გაგუამ და პაპუნა ლეჟავამ.
უახლესი