გიზიარებთ ბლოგს: მიუხედავად იმისა, რომ McDonald's (MCD)-ის მიმდინარე კვარტლის მოგების ანგარიშმა ანალიტიკოსების მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო, ორშაბათს, ნაშუადღევს კომპანიის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა.
მენეჯმენტმა მედიასთან კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის ციფრულ პლატფორმებსა და დაჯილდოების პროგრამაზე. ასევე განიხილეს გასულ თვეში დაწყებული "5 დოლარიანი მენიუს” კამპანიის მიერ მოტანილი სარგებელი. აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ, განაცხადა, რომ გაყიდვები გაზრდილია და ამის უკან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლები დგანან. მიზეზი ახალი კამპანიის ფარგლებში ხელმისაწვდომი მენიუს გამოჩენაა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს შესანიშნავი სვლაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ კომპანიას გაყიდვების მიმართულებით შეფერხება სწორედ პროდუქტის გაძვირების გამო გაუჩნდა.
McDonald's (MCD)-მა დაადასტურა, რომ აშშ-ში მდებარე ფილიალების 93% დათანხმდა, "5$-იანი კვების" კამპანიას შეუერთდეს და როგორც კომპანიის მესვეურებმა აღნიშნეს, წამოწყების ვადის გაგრძელებაც განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები ივლისში დაბალი დარჩა, აღმასრულებლები McDonald's (MCD)-ის ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობით კმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ საბოლოოდ საშუალო შენაძენი ძირითადად 10 დოლარზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო, ,,5 დოლარიანი მენიუს” კამპანია 4 კვირის მანძილზე გაგრძელებულიყო, თუმცა მოსალოდნელზე უკეთესი გაყიდვების გამო, უმეტეს ლოკაციებზე შეთავაზება გაგრძელდება.
McDonald's (MCD)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი