დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Maersk საკუთარი გემების ფლოტს Starlink-თან დააკავშირებს

Maersk საკუთარი გემების ფლოტს Starlink-თან დააკავშირებს

13-10-2023 11:00:43

დანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია A.P. Moeller-Maersk AS-მა SpaceX-თან ხელშეკრულება გააფორმა, რათა მის ფლოტს, რომელიც 300-ზე მეტ საკონტეინერო გემს აერთიანებს მაღალსიჩქარიან სატელიტურ ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა.

ილონ მასკის SpaceX-თან შეთანხმება არა მხოლოდ გაუადვილებს მუშაობას გემების ეკიპაჟებს, არამედ ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებას ბიზნეს აპლიკაციების Cloud-ზე გადატანით და დისტანციური მხარდაჭერისა და გემების შემოწმების პროცედურების გაუმჯობესებით, განმარტავენ Maersk-ში.

გადაწყვეტილება ყველა გემის Starlink სისტემასთან დაკავშირების შესახებ მიიღეს საპილოტე პროექტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 30-მდე Maersk-ის საკონტეინერო გემმა. კომპანიის მთელ ფლოტს, თანამგზავრულ ინტერნეტზე წვდომა სავარაუდოდ 2024 წლის პირველ კვარტალში ექნება.

SpaceX-მა უკვე გაუშვა 5,2 ათასზე მეტი Starlink თანამგზავრი ორბიტაზე, რომელთაგან 4,8 ათასზე მეტი მოწყობილობა მუშა მდგომარეობაშია. კომპანია ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდი სატელიტური ოპერატორია. სამომავლოდ SpaceX გეგმავს 12 ათასი კოსმოსური ხომალდის (და მომავალში - 30 ათასი) ორბიტალური თანავარსკვლავედის განლაგებას, რათა შექმნას სრულმასშტაბიანი ქსელი, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლებს მისცემს ფართოზოლოვან ინტერნეტს პლანეტის ნებისმიერ კუთხეში. .
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები