დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიებიდან მხოლოდ თიბისის აქციები გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიებიდან მხოლოდ თიბისის აქციები გაძვირდა

12-02-2024 17:27:00

Galt And Taggart-ის 5–9 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის ჯგუფისა და Georgia Capital-ის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, შემცირებულია. გაზრდილია თიბისი ბანკის ჯგუფის კაპიტალიზაცია.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.06% წინა კვირასთან შედარებით და - 4.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 107 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.60 - 38.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.03% წინა კვირასთან შედარებით და +5.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 133 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.10 - 29.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.42% წინა კვირასთან შედარებით და +6.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.14 - 11.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები