ქუთაისში მდებარე კონცეპტუალური ბარ-რესტორანი ,,ლილესთან’’ მიმდინარე წელს ახალ რესტორანს გახსნის და ქუთაისში ორი სივრცეში იქნება წარმოდგენილი - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს რესტორნის მმართველმა პარტნიორმა ლილე მაღლაფერიძემ განუცხადა.
„მაღალი მოთხოვნის გამო, მიმდინარე წელს დამატებით ერთი ფილიალი გაიხსნება ქუთაისში, რომელიც ძირითადად გათვლილი იქნება უცხოელ ტურისტებზე“,- ამბობს ლილე მაღლაფერიძე.
მისივე თქმით, ,,ლილესთან“ სტუმარს სთავაზობს არა მხოლოდ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს „სამი წელია, რაც ბაზარზე ვართ.
„ლილესთან“ კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც სტუმარს სთავაზობს არა მხოლოდ ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, არამედ მასტერკლასებს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. ხშირად ეწყობა ღვინის დეგუსტაციები, ჩვენი მიზანია, მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს“, - ამბობს რესტორნის დამუფძნებელი.
ლილე მაღლაფერიძეს ცნობით, ხშირად ეწყობა ღვინოს დეგუსტაცია, სადაც იმერულთან ერთად, წარმოდგენილია სხვა კუთხის ღვინოებიც.
რაც შეეხება კულინარიის მიმართულებით სიახლეს, „ლილესთან“’ მისულ ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ დამატებით 10 კერძი, რომელიც ძველი რეცეპტები განახლდა.
ინფორმაციისთვის, ,,ლილესთან“ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, 2021 წლის 8 მარტს გაიხსნა და ინვესტიცია დაახლოებით 80 000 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის, რესტორანში 8 ადგილობრივია დასაქმებული.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა