დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხები განიხილა

ლევან დავითაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხები განიხილა

21-04-2023 20:08:03

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჰრისტო ალექსიევთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის მეტად განვითარებისთვის სასურველია, თუკი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ საზღვაო პორტებს შორის რეგულარული კარგო გადაზიდვების გაზრდის კუთხით.

ითქვა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან თვეში 4-5 სიხშირით ხორციელდება საბორნე მიმოსვლა ბათუმსა და ბურგასს შორის. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობით შუა სატრანსპორტო დერეფანში შესაძლებელი იქნება ახალი სატრანსპორტო ნაკადების მოზიდვა.  

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განვითარებას, გაზრდის მგზავრთნაკადს და დადებითად აისახება როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის ტურისტულ ინდუსტრიებზე.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ახლო მომავალში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებაზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები