დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch Summit” ბრუნდება

მთავარი ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch Summit” ბრუნდება

22-11-2024 10:00:00

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი - TOUCH24 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 3 და 4 დეკემბერს გაიმართება.  

ორ დღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება: 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტი დელეგატი 10-ზე მეტი ქვეყნიდან, ქინოუთ სესიები, პანელური დისკუსიები, 8 ვორქშოფ სესია, სტარტაპ ექსპო, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch Competition, ნეთვორქინგ სესია, საიდ ივენთები და დამაგვირგვინებელი აფთერ ფართი.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS, რაც მთავარი გასაღებია სწრაფი და დიდი მიღწევების გზაზე. 

რუსთაველის თეატრის 2 დიდი სცენა უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, მათ შორის Google-ის UX დირექტორს, Oculus VR-ის დამფუძნებელს, Spotify, Typeform-ის ყოფილ დიზაინ დირექტორს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი AI Voice ქლონინგის უკრაინულ კომპანია - Respeecher-ის დამფუძნებელს, მსოფლიოს ტოპ 5-ეულში შემავალ ჰაკერს, TED-ის მრავალგზის სპიკერს, Meta-ს ბინზესს სტრატეგსა და ფუტურისტს, Media.Monks-ის ტექ კრეატიულ დირექტორს და ბევრ სხვა პროფესიონალს. 

https://touch.ge/touch24/speakers 


წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას. 

სტარტაპებისთვის წელსაც განსაკუთრებული პროგრამა იქნება შემუშავებული, რაც მოიცავს STARTUP PITCH COMPETITION-ს, სტარტაპ ექპოს, სტარტაპ სცენას, საიდ ივენთებს და სპეციალურ ნეთვორქინგ სესიებს მოწვეულ ინვესტორებთან (საერთაშორისო VC ფონდები და სხვა) 


Სამიტის ფარგლებში Სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 40-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი. 

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიისა და EMEA რეგიონებიდან.  100-მდე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთისა და  უზბეკეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.   
 

გაითვალისწინეთ, რომ “Early bird”  ბილეთების კალათა დღეს იწურება. 

Ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch24/get-pass 

სპიკერების ნაწილი უკვე დაანონსებულია: https://touch.ge/touch24
 

Touch Summit-ის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ზუმერი, GITA, თბილისის მერია 

სამიტის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Georgia Travel, Croco Squad, Mtebi, Onesoul, Axel, Terminal, Episode, Zeekr, port80, GIZ, UN Woman 

Მედია პარტნიორები არიან: Forbes.ge, On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge, At.ge, BMG, Formula TV, IPN.GE, BPN.GE 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები