დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარით დაკრედიტება 15.1%-ით, 27.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა - სებ-ის სტატისტიკა

ლარით დაკრედიტება 15.1%-ით, 27.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა - სებ-ის სტატისტიკა

05-12-2023 17:15:50

ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.1%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის დეკემბრის "თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული, სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 1.1 პპ-ით მოიმატა.

ოქტომბერში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.1%-ით, 27.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.4 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17.2%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.7 პპ-იანი წვლილი შეადგინა.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, 9.9 პპ-ია.

იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით 21.8%-მდე გაიზარდა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხების ზრდაში 3.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები