დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი გამყარებას აგრძელებს

ლარი გამყარებას აგრძელებს

03-08-2023 17:27:09

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6150 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი კი 2.8585 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8749 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 4 აგვისტოდან შევა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები