დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნები, სადაც ქართული სატაცური იყიდება

ქვეყნები, სადაც ქართული სატაცური იყიდება

03-09-2024 10:00:00

მიმდინარე წელს სატაცურის ექსპორტი შემცირდა. 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 28.63 ათასი დოლარის ღირებულების 4.61 ტონა სატაცური გაიტანა, რაც წლიურ ჭრილში 38%-იანი კლებაა. 2023 წლის თვეში ექსპორტზე 7.48 ტონა სატაცური გავიდა.

იანვარ-ივლისში საქართველოდან სატაცური 3 საექსპორტო ბაზარზე გაიგზავნა, რომელთაგან ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის სატაცურის ექსპორტის 49%-ი მოდის.

ქვეყნები, სადაც ქართული სატაცური გაიყიდა:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.28 ტონა.
  • რუსეთი - 2.17 ტონა,
  • სომხეთი - 0.16 ტონა.

აღსანიშნავია, რომ სატაცურის ექსპორტი მნიშვნელოვნად 2021 წელს გაიზარდა, ხოლო 2022 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თუმცა 2023 წელს კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდა.

  • 2021 წელი - 13.24 ტონა,
  • 2022 წელი - 17.98 ტონა,
  • 2023 წელი - 7.80 ტონა.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები