საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, რომ ქუთაისში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა გადაიდო.
„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, ამაზე მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
პროექტის მიხედვით ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა მოიაზრებოდა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა.
„თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოიაზრებოდა ქუთაისში, თუმცა მთავრობა მომავალშიც იმსჯელებს, ეს საკითხი გადაიდო, დამატებით დეტალებს წარვადგენთ კოლეგებთან და ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას. პროექტის მიხედვით მოიაზრებოდა ქუთაისში ახალი სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც ძირითადად სამშენებლო მასალების წარმოებას და საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა GIG-ისთვის (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) უნდა შექმნილიყო.
ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა - ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
უახლესი