ქუთაისის დავით აღმაშენებლის კონტრაქტორი კომპანია, ქართული სტარტაპი – Roamingo აეროპორტის ყველა მგზავრს გაფრენის წინ, საჩუქრად სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. “ევროპა + თურქეთის” 500მბ ინტერნეტის გააქტიურება მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში Roamingo-ს სტენდთან შეუძლიათ, სადაც კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს დახმარებას უწევენ eSIM ტექნოლოგიით ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებაში.
ასევე, დამატებით Roamingo-ს 5000მბ უფასო ინტერნეტის გააქტიურება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მგზავრებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისამდე აეროპორტის მეორე კონტრაქტორი კომპანიით – Georgian Bus-ის ავტობუსებით იმგზავრებენ.
ქართული სტარტაპი Roamingo ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპზე, 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.
უახლესი
1 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება2 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა