2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ კუბიდან 305.82 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა.
ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-იანი ზრდაა, რადგანაც 2022 წელს საქართველოს კუბიდან იმპორტი საერთოდ არ განუხორციელებია.
რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, კუბადან იმპორტი დინამიკაში არ იცვლება. რეკორდულად მიიჩნევა 2012 წელი, როდესაც კუბიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ღირებულებამ 1,698.59 ათასი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, კუბიდან იმპორტის 100%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, საუბარია სულ 5 ავტომობილის იმპორტზე, რომლის საერთო ღირებულებაც 305.82 ათასი დოლარი იყო.
თუ კი 2021 წლის სტატისტიკას გავაანალიზებთ, საიმპორტო პროდუქციის ჩამონათვალი უფრო დივერსიფიცირებულია.
2021 წლის მაჩვენებლებით კუბიდან იმპორტში პირველი ადგილი სიგარებს უჭირავს. სწორედ სიგარებზე მოდის მთლიანი იმპორტის 92%-ი.
მეორე ადგილზე კი ფეხსაცმელებია, ხოლო მესამეზე ბიუსტჰალტერები, ქამრები და ტრიკოტაჟის ნაწარმი. 2021 წელს საქართველომ კუბიდან სულ 132 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
უახლესი
8 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა8 საათის წინ
ვისოლი განცხადებას ავრცელებს