სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის მმართველი პარტიის კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.
„ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ 509 კილომეტრის სიგრძის სამსუნი-სარფის რკინიგზა 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება.
უახლესი