დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ეტაპზეა ქვეყანაში ერთიანი საფოსტო ინდექსის დანერგვა

რა ეტაპზეა ქვეყანაში ერთიანი საფოსტო ინდექსის დანერგვა

07-01-2025 10:36:00

„საქართველოს ფოსტა“ საფოსტო ინდექსის დანერგვას განაგრძობს და როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი Business Insider Georgia-სთან განმარტავს, მისი დანერგვა პროცესების უკეთ წარმართვისთვის მნიშვნელოვანია. 

როგორც ცნობილია, „საქართველოს ფოსტამ“ გასული წლის ბოლოს შემოიღო ერთიანი საფოსტო ინდექსი, გეგმავდა ელექტრონული საფოსტო ყუთის დანერგვას, რაც კომპანიის ხარჯებს შეამცირებდა. 

„ელექტრონული საფოსტო ყუთი ბევრ სხვა საკითხზეა დამოკიდებული, ეს ჩვენი სურვილი იყო გასულ წელს და მსგავსი პროდუქტი ჯერ არ დანერგილა ქვეყანაში.  რაც შეეხება საფოსტო ინდექსს, ეს ყოველთვის ეფექტურია და აუცილებელია. ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ მისამართის შემადგენელი ნაწილია საფოსტო ინდექსი და ნამუშევარია არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, რომელმაც დამისამართებები დაასრულა ყველა ტერიტორიაზე. ეს არის იუსტიციის სამინისტრო, რომელთანაც ერთად მოხდა ელექტრონული პლატფორმის შემუშავება, რომლის ინტეგრაციაც მოხდა მსოფლიო საფოსტო კავშირის ბაზასთან. ყველა ქვეყანას, გზავნილის გამოგზავნისას, შეუძლია შეარჩიოს ის ინდექსი, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ მისამართს. ასეთი სიახლის დანერგვა პირველად ქვეყნის გარეთ ხდება ხოლმე, რადგან მათთან კულტურულად უფრო ახლოსაა საფოსტო საქმიანობა. ქვეყნის შიგნით ცოტა რთულია და ეს შედეგი გვაქვს, რომ ქვეყნის გარედან გზავნილი, აღარ შემოდის საფოსტო ინდექსის გარეშე, რაც საქართველოს ფოსტას უზოგავს საოპერაციო ხარჯებს. ერთი ციფრის ამოცნობით შესაძლებელია მიმართულების დადგენა, თუ საით უნდა გაიგზავნოს და კურიერმა სად უნდა მიაკითხოს ადრესატს. ქვეყნის შიგნით ცოტა გაჭირდა ამის დამკვიდრება, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ინდექსის დანერგვას და იმედს არ ვკარგავთ, რომ ერთ დღეს, როგორც ფრანგი, გერმანელი თუ სინგაპურის მოქალაქე გამოიყენებს საფოსტო ინდექსს იმისთვის რომ საოპერაციო ხარჯი დაზოგოს და მისამართის ზუსტი იდენტიფიცირება მოხდეს ადრესატთან, ჩვენთანაც დაინერგება“, - განმარტავს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

9 საათის წინ

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები