დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კრისტალმა“ ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

„კრისტალმა“ ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

30-10-2024 12:02:00

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი” მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების შეთავაზებასა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას აგრძელებს.

კომპანია აქტიურად მუშაობს ფინანსური თუ არაფინანსური სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, პროდუქტებისა და მომსახურებების ეფექტიან შერჩევაზე. ამ პროცესის ოპტიმიზაციისა და  კონკრეტულ სფეროებში გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით,  კრისტალმა ბიზნესსექტორთან შეხვედრები დაიწყო.

კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები უკვე გამართეს  სასტუმრო ბიზნესის მმართველებთან და  ელექტრონული კომერციის (E-Commerce) ბიზნესის მფლობელებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ საჭიროებებზე, საქმიანობის პროცესში გამოწვევებსა და მათთან გამკლავების სტრატეგიაზე.

შეხევდრაზე გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, მათ შორის სწორი ფინანსური სტრატეგიის დაგეგმვისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ბიზნესპროცესების მართვის, ასევე მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირების მიზნით, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ფინანსური ორგანიზაციების პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას და კომუნიკაციისა და მეტი ჩართულობის, საჭიროებების იდენტიფიცირების და დროული მხარდაჭერის აუცილებლობას.

„სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორისთვის არაფინანსური სერვისების მიწოდება და რამდენად აუმჯობესებს ის არსებული შესაძლებლობების ოპტიმალურ გამოყენებას, ეფექტიან მართვასა და ბიზნესსაქმიანობების განვითარებას. ამას გარდა, ბიზნესსექტორის საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა „კრისტალისთვის“ საბანკო ტრანსფორმაციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია და კომპანიას დაეხმარება, საბანკო ლიცენზიის მიღებას სრულად მომზადებული შეხვდეს, მათ შორის ახალი პორტფელის ფორმირების თვალსაზრისითაც“ - აღნიშნავენ კრისტალში.

კომპანია ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრებს კვლავ ინტენსიურად გააგრძელებს.  

 

 

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები