დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კოვიდ-პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან

კოვიდ-პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან

24-10-2024 12:48:00

კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან.

„20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები