კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა დღეისათვის 10 165,7 მლნ ლარს აღწევს, რაც წლიურ ჭრილში 33%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის მაისის მდგომარეობით ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 7 622,6 მლნ ლარი იყო.
დეპოზიტების არსებულ სტატისტიკაში 56%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის. მაისის მდგომარეობით ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 5 713,6 მლნ ლარი იყო, რომელშიც დომინანტი 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტებს უკავია.
რაც შეეხება დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს, კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10,28%-ია, ხოლო ვადიანი დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11,16%-ი.
უახლესი
5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა