კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო შიომღვიმის მონასტერთან გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. გეოლოგები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მათი პირველადი შეფასებით, მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის მყისიერ ჩამოშლას. სპეციალისტების თქმით, ჩამოშლილი მასა მიმდებარე ხევში განიტვირთა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დამატებითი გეოლოგიური კვლევებიც.
კლდის ნაწილი შიო-მღვიმის მონასტერთან გუშინ ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა.
უახლესი
10 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7136 ლარი გახდა