საქართველოს კინოთეატრებში Poor Things-ის ჩვენება იწყება. ფილმის, რომლის რეჟისორიც იორგოს ლანთიმოსია, პრემიერა საქართველოში 18 იანვარს შედგება.
მთავარ როლენში ემა სტოუნი, მარკ რუფალო და უილემ დეფო არიან. ფილმმა Poor Things ოქროს გლობუსის 4 ნომინაციაში იყო ნომინირებული, თუმცა საბოლოოდ ორში გაიმარჯვა.
Poor Things-მა ოქროს გლობუსი აიღო ნომინაციაში საუკეთესო მხატვრული ფილმი (კომედია ან მიუზიკლი) და ასევე ნომინაციაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი - მიუზიკლი ან კომედია, სადაც მსახიობმა ემა სტოუნმა გაიმარჯვა და მისი თამაში ფილმში ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.
ცნობილია, რომ The Favorite-ის შემდეგ, ემა სტოუნი და რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი ახალი სიურრეალისტური ფილმის Poor Things-სთვის გაერთიანდნენ. ფილმი არის ისტორია სიყვარულის, აღმოჩენისა და გაბედულების შესახებ და დაფუძნებულია ალასდეირ გრეის ამავე სახელწოდების რომანზე.
უახლესი
21 საათის წინ
მსოფლიოში კაკაოს მარცვლის საბირჟო ფასები მაქსიმუმზეა