კეთილდღეობის მნიშვნელოვანი და ძლიერი პარამეტრები იზრდება, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, პრაგმატულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული მართვა თავის შედეგებს იძლევა, რაც ბუნებრივია, აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
„იზრდება კეთილდღეობის მნიშვნელოვანი და ძლიერი პარამეტრები. მაგალითად, შრომის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით, წლიური გაუმჯობესებით, საქართველო არის საუკეთესო ხუთეულში მსოფლიოსი. ყველა ეს მონაცემი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით.
მშვიდობაზე დამყარებული, პრაგმატულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული მართვა თავის შედეგებს გვაძლევს, რაც ბუნებრივია, აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი
7 საათის წინ
Coca-Cola Bottlers Georgia განცხადებას ავრცელებს