დღეს საქართველო ეკონომისტის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია: "მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები" მიმდინარეობს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
ეკონომისტის დღეს საქართველოში ოფიციალურად 1999 წელს დაწესდა.
„საქართველოში პირველი ეკონომიკური ჟურნალის „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომრის გამოსვლით 1918 წლის 13 სექტემბერს (სექტემბრის მეორე პარასკევი) დაიწყო პროფესიონალ ეკონომისტთა ფართო ასპარეზზე გამოსვლა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის.
ამ თარიღის აღსანიშნავად დაწესდეს ყოველი წლის სექტემბრის მეორე პარასკევი საქართველოს ეკონომისტის დღედ“, - აღნიშნულია მთავრობის 1999 წლის განკარგულებაში.
უახლესი