დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სისტემა ნამდვილად მყარი და სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ეკონომიკას,  მოსახლეობას და ბიზნესს - არჩილ გაჩეჩილაძე

საბანკო სისტემა ნამდვილად მყარი და სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვემსახუროთ ჩვენს ეკონომიკას, მოსახლეობას და ბიზნესს - არჩილ გაჩეჩილაძე

17-09-2024 17:10:00

საბანკო სისტემა ნამდვილად მყარი და სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ვემსახუროთ ჩვენს ეკონომიკას, მოსახლეობას და ბიზნესს,- ამის შესახებ - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ალბათ ეროვნული ბანკის დიდი დამსახურებაა, რომ სტაბილურია ეს სისტემა და მათ შორის დიდი რეფორმებია გაკეთებული ამ კუთხით. ალბათ, საბანკო სფერო არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც სრულად შესაბამისობაში ვართ ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენი საბანკო სექტორის კანონმდებლობა არის ევროგაერთიანების კანონმდებლობის ასლი. ასევე შესაძლოა, ხაზი გაესვას იმას, რომ საკმაოდ დიდი კაპიტალი გვაქვს. 40%-ით მეტი კაპიტალი გვიჭირავს ჩვენ, ვიდრე მაგალითად ევროპის სხვა ბანკებს. შეიძლება თქვათ, რომ რისკიანობიდან გამომდინარეა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან რისკიანობა თვითონ აქტივების შეწონვაში აისახება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გამოცხადებული აქვს, რომ საბანკო სექტორი უნდა წავიდეს პრინციპებით მართვისკენ.

„ახლა ხდება ხელით მართვა, რადგან თითოეული პროდუქტი რომლის გამოშვებაც ხდება, სრულად დეტალურად უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან, რასაც თავისი პლუსები და მინუსები აქვს. იმ ეტაპზე იმ რეგულაციებიდან გამომდინარე და გამოცდილებიდან, რომელიც დაგროვდა, ვართ განვითარების ეტაპზე, რომ უფრო გაბედული ნაბიჯებით წავიდეთ. ნელ-ნელა ამ მიმართულებით მივდივართ, ასე რომ დადებითი ტენდენციებია“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები