დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

ნათია თურნავა ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

13-09-2024 17:26:00

 „ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში არიან. ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას“, - აღნიშნულს შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მილოცვაშია აღნიშნული. როგორც თურნავა აცხადებს,  ეკონომიკის მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომისტები მოწოდების სიმაღლეზე არიან.
„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მიუხედავად ბოლო წლებში გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა და კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ახალგაზრდებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მომავალ ეკონომისტებს, რომელთა ცოდნა და განათლება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უფრო ძლიერსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულს გახდის“, - ნათია თურნავა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები