დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კავკასიის ავტოიმპორტი“ 20 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, რაც სანდოობის სავაჭრო ნიშანია - ალექსანდრე ვეკუა

„კავკასიის ავტოიმპორტი“ 20 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, რაც სანდოობის სავაჭრო ნიშანია - ალექსანდრე ვეკუა

20-10-2024 12:00:00

 

რა ვითარებაა ადგილობრივ ავტობაზარზე, რა ტენდენცია გამოიკვეთა მიმდინარე წლის მესამე და მეოთხე კვარტალში. რა სიახლეები აქვს კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტს“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia კომპანიის კომერციულ დირექტორს ალექსანდრე ვეკუას ესაუბრა:

„კავკასიის ავტოიმპორტს“ საიუბილეო თარიღი აქვს. უკვე 20 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. როგორ შეფასებით კომპანიის საქმიანობას?

დიახ, წელს კომპანიას საქმიანობის დაწყებიდან 20 წელი შეუსრულდა, რაც უკვე სანდოობის სავაჭრო ნიშანია, მითუმეტეს მაშინ, როცა ბიზნესი მეტად B2B-ია. ამ წლების განმავლობაში არაერთი გამოწვევა გამოვიარეთ, იყო დაღმასვლები, კრიზისებიც, თუმცა ყველა მათგანს ღირსეულად ვუპასუხეთ და ბოლო რამდენიმე წელიწადია ბაზარზე ლიდერის პოზიციას ვიკავებთ. ეს ყველაფერი ჩვენი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის დამსახურებაა.

რა არის კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება? როგორია ბიზნესის დაფარვის ზონა, რამდენი ფილიალითაა წარმოდგენილი „კავკასიის ავტოიმპორტი“ და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

კომპანია წლიდან-წლამდე ვითარდება და იზრდება დაფარვის ზონა. 2024-ის მდგომარეობით ჩვენ 7 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, მათ შორის შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. „კავკასიის ავტოიმპორტი“ ჯამში 700-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წლის ბოლომდე?

წელს აშშ-ის მიმართულებით სასაწყობე მეურნეობას ვავითარებთ და წლის ბოლომდე კიდევ ერთ სტრატეგიულ შტატს მოვიცავთ.

როგორ შეაფასებთ კომპანიის საქმიანობაში მიმდინარე წელს ბრუნვისა და გაყიდვების თვალსაზრისით?

2024 სტაბილური წელია, იყო მცირე გამოწვევები თუმცა უკვე დაძლეულია.

რა გამოწვევების წინაშეა წელს ადგილობრივი ავტობაზარი?

2022-23 წლის ბუმის შედეგად საქართველოში ჭარბი რაოდენობის ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რამაც 2024 ში საავტომობილო პროფიციტიც კი გამოიწვია, პირველ ორ კვარტალში იმპორტის კლება საგრძნობი გახლდათ, თუმცა მე-3-ე და უკვე მე-4-ე კვარტლის დასაწყისში ტენდენცია მზარდია და შეიძლება ითქვას, რომ საავტომობილო პროფიციტი უკვე დაძლეულია და ბაზარი ჩვეულ ციკლს უბრუნდება.

p.s კავკასიის ავტოიმპორტი, 2004 წელს, ქართველი პარტნიორების მიერ დაარსდა. 20 წელია, კომპანიას ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცია უჭირავს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და ამ დროის მანძილზე, 800,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განახორციელა აშშ-დან ევროპასა და აზიაში.

შექმნის დღიდან, კავკასიის ავტოიმპორტის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს სასურველი ავტომობილი ხელმისაწვდომი, შეძენის პროცესი კი - გამარტივებული და უსაფრთხო, რასაც 20 წლიანი გამოცდილების შედეგად მივაღწიეთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღეს კომპანიის 23 დეპარტამენტი და 700-მდე პროფესიონალი თანამშრომელი.

კავკასიის ავტოიმპორტი წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები