დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ესპანეთი გახდა

ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ესპანეთი გახდა

23-10-2024 11:00:00

თხილის ექსპორტი 21%-ითაა შემცირებული. საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 8,806.68 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11,144.41 ტონა. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, ქვეყნიდან გატანილი თხილისა და კაკლის საერთო ღირებულებამ 56,118.49 ათასი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე სტატისტიკით, ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ესპანეთია. გასულ წელს კი ქართული თხილის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალია იყო.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველოს თხილი გააქვს ექსპორტზე:

  • ესპანეთი - 1,265.00 ტონა,
  • იტალია - 1,004.74 ტონა,
  • სომხეთი - 712.31 ტონა,
  • რუსეთი - 652.93 ტონა,
  • გერმანია - 558.51 ტონა.

ბოლო წლების სტატისტიკით, ქვეყნიდან თხილის ექსპორტმა 2013 წელა მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 30,289.39 ტონა თხილი გაიტანა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები