თელავში, სოფელ შალაურში, სასტუმრო „სეროდანი“ (Hotel Serodani) ოფიციალურად 2023 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა და ის 5 კოტეჯს და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო „სეროდანის“ მენეჯერმა ჯაბა გილაძემ განაცხადა, „სეროდანში“ ერთდროულად 27 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.
„ჩვენი სასტუმრო 31 დეკემბერს გაიხსნა და ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ძირითადად ქართველი დამსვენებლები გვსტუმრობდნენ“, - აღნიშნა სასტუმროს მენეჯერმა.
ირკვევა, რომ სასტუმრო „სეროდანი“ უკვე წარმოდგენილია Booking-ზე და TripAdvisor-ზე.
რაც შეეხება მაღალ დატვირთულობას, სასტუმროში აპრილიდან პროგნოზირებენ. რესტორანი კი ამ დროისათვის საკმაოდ დიდი დატვირთვით ფუნქციონირებს.
მენეჯერის თქმით, ახლად გახსნილი ობიექტის პირობებში აპრილის ჩათვლით რესტორანი უფრო დატვირთული იქნება, ხოლო შემდეგ სასტუმროს დატვირთულობაც მოიმატებს.
„2024 წელს სასტუმროს დატვირთულობა ალბათ უფრო აპრილიდან გაიზრდება. ჩვენი შეფასებით აპრილიდან სრულად იქნება დატვირთული როგორც სარესტორნო სივრცე, ისე კოტეჯები“, - აღნიშნა ჯაბა გილაძემ.
სასტუმრო „სეროდანი“ ორ და ოთხ ადგილიანი კოტეჯებს აერთიანებს. 2 ადგილიან კოტეჯში კი ღამისთევის ფასები 200 ლარიდანაა.
„სეროდანი’’ დამსვენებელს სთავაზობს მეტ კომფორტს, კარგი საშუალებაა ქალაქის ხმაურისგან თავის დასაღწევად. სასტუმრო განთავსებულია თელავთან, საკმაოდ ლამაზ ბუნებაში. გაქვს კარგი ხედები როგორც ტყის, ისე კავკასიონის მიმართულებით. ადგილზე, სეზონზე შეეძლებათ ასევე აუზებით სარგებლობა. გაქვს აუზი როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე პატარებისთვის“, - თქვა ჯაბა გილაძემ.
შალაური ეს არის პატარა ლამაზი სოფელი, რომელიც კახეთში, ქალაქ თელავიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ მისი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეირჩა ადგილი სასტუმრო ,,სეროდანი’’-ს განსათავსებლად.
უახლესი
34 წუთის წინ
ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში15 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი