მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

გაყიდვებში 5%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ფალსიფიკაციას კონკურენციას ვერ ვუწევთ - „შირაქი“

news image

რამდენიმე თვეა გაყიდვებში 5%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა ფალსიფიკაციას კონკურენციას ვერ ვუწევთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შირაქის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა. 

მეწარმე ამბობს, რომ სამინისტროს გააქტიურების შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბაზარზე ფალსიფიკაციის დონე შემცირდეს. 

„ნედლი რძით დამზადებული პროდუქტების რეალიზაციის მაჩვენებელი დაცემულია, შემოდის რძის ფხვნილი და ქვეყანაში ყველის ფალსიფიკაცია მაღალ ნიშნულზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და  ბაზრის მოთამაშეების შემოწმება უფრო გააქტიურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ბაზარზე ვითარება შეიცვლება“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე. 

როგორც „შირაქის“ დამფუძნებელი განმარტავს, რთულია სავაჭრო ქსელებთან მუშაობა, რადგან მათ თავისი ხედვა აქვთ და ამიტომ კომპანიას მოგების დაბალ მარჟაზეა, ამას ემეტება ისიც, რომ ფალსიფიკატორებს კონკურენციას ვერ უწევენ.

„24 საათში  7-9 ტონა რძეს ვამუშავებთ, ყველის წარმადობა 700-800 კილოა, სულგუნთან ერთად. ასევე ვაწარმოებთ მაწონს, არაჟანს, ხაჭოს. სავაჭრო ქსელებში შეგვაქვს სულგუნი, იმერული, ქარხნული ყველი და ნადუღი. დანარჩენ პროდუქციას თბილისში საკუთარ ობიექტებში ვყიდით. თბილისი „შირაქი“ 3 ობიექტს ფლობს“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე. 

კომპანია „შირაქი“ 2012 წელს დაფუძნდა. საწარმო თბილისში მდებარეობს და 50-მდე ადამიანს ასაქმებს.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა