მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ჩელთი“ ჩინეთში გაყიდვების ზრდასა და ფილიპინების ბაზარზე შესვლას გეგმავს

news image

მეღვინეობა „ჩელთი“ ჩინეთში, შანხაიში ერთდროულად ორ გამოფენაში მონაწილეობდა. ერთი „აწარმოე საქართველოს“, ხოლო მეორე ღვინის ეროვნული სააგენტოს ეგიდით გაიმართა.

„გვაქვს მოლოდინი, რომ შანხაიში გამართული გამოფენების შემდეგ, ამ ბაზარზე ჩვენი კომპანიის პოზიციები უფრო გამოიკვეთება და ექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდება. ჩვენ ჩინეთთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. გვყავს იმპორტიორი, თუმცა „ჩელთის“ ღვინის ექსპორტზე ჩინეთში ექსკლუზივი არავის არ აქვს. ამიტომ ვეძებთ ახალ პარტნიორებს და გამოფენაზე სწორედ ამ მიზნით წავედით. ჩინეთში გამოფენები ყოველთვის მასშტაბურია და შედეგები რამდენიმე კვირაში ან თვეში გამოიკვეთება“, - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან.

რაც შეეხება სამიზნე ბაზრებს, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფილიპინების ბაზარზე შესვლაზე.

„გვაქვს აქტიური მარკეტინგული სვლები ამ მიმართულებით. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფილიპინების ბაზარზე შევიდეთ. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა. 

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა