2023 წლის ივლისში ოქროს ფასი თვიურად 2.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის ნედეულის ბაზრის კვლევაშია ნათქვამი.
2023 წლის მეორე კვარტალში ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნის შენელების მიუხედავად, ოქროს ფასები კვლავ მაღალი იყო აშშ-ს მონეტარული გამკაცრების ციკლის დასასრულის მოახლოების ფონზე. ოქრო განიხილება როგორც ე.წ. safehaven აქტივი ეკონომიკური გაურკვევლობის დროს და ჰეჯირების ეფექტური საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ.
JP Morgan-ის პროგნოზით, ფასები წლის ბოლოს 2,000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2024 წელს, საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად, ახალ რეკორდულ დონეს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2023 წლის 6 თვეში $45 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი $44 მილიონს შეადგენდა. ზრდა წლიურ ჭრილში 3,9%-ია.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა