საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი პარტნიორები აფასებენ - მათი თქმით, სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.
როგორც ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი ექსპერტი კრისტინე პუტნინა ამბობს, საქართველომ, ამ მიმართულებით, ამოქმედებიდან, 1 წლის თავზე დიდ პროგრესს მიაღწია.
„გაოცებული დავრჩი, თქვენ მიერ მიღწეული პროგრესით. რადგანაც, ამ ერთი წლის განმავლობაში, თქვენ ნამდვილად იმაზე მეტს მიაღწიეთ ზოგიერთი მიმართულებით, ვიდრე ჩვენ - 10 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავია. თქვენ, ნამდვილად სიღრმისეულად და სწორად მოქმედებთ“.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, DRG სისტემის შემუშავებისა და დანერგვისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოში არსებული მოდელი სწორედ ლატვიის მაგალითის მიხედვით შეიქმნა.
DRG სისტემის დაგეგმვისა და ამოქმედების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ექსპერტი კრისტინა კაჰურიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში, DRG რეფორმის მომზადება, რაც ქვეყანამ ძალიან კარგად გააკეთა.
„ვფიქრობ, არის ბევრი მიღწევა, რითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს: დაწყებული პაციენტების მხრიდან თანაგადახდის შემცირებით, იმიტომ რომ ის მართლაც შემცირდა. მეორე საკითხია, პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. DRG-ს იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი ქმედება - ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რათა იცოდეთ, სად არის სირთულე და რისი დახვეწაა საჭირო“.
სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. რეფორმის დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.
უახლესი
22 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO23 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში