მიმდინარე ორ თვეში იტალიიდან იმპორტი 32.5%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით. 2023 წლის ორ თვეში იმპორტმა 42,958.43 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2022 წლის ორ თვეში 32,420.88 ათასი დოლარის დონეზე იყო.
ბოლო წლების სტატისტიკით რეკორდული 2022 წელი იყო. ამ წელს საქართველომ იტალიიდან 287,944.17 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებლებთან 16%-იანი ზრდის დონეზეა.
იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია სამკურნალო დაფასოებული საშუალებებია.
ტოპ-5 პროდუქტი, რაც იტალიიდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა:
რაც შეეხება ექსპორტს ის ორი თვის მონაცემებით 5,674.50 ათას დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 35%-ია. გასული წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ იტალიაში 8,775.51 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას საქართველოს იტალიაში რეკორდული ექსპორტი 2014 წელს უფიქსირდება, რა დროსაც ქვეყნიდან იტალიაში 86,095.80 ათასი დოლარის პროდუქცია შევიდა.
2023 წლის ორი თვის სტატისტიკით საქართველოსთვის იტალიაში პირველი საექსპორტო პროდუქცია თხილი და სხვა კაკალია.
ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც საქართველო იტალიაში ყიდის:
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა